მემკვიდრეობის პლატფორმის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა – 13.11.2023
- 17 ნოემბერი, 2023
მემკვიდრეობის პლატფორმის შემაჯამებელი შეხვედრა 13 ნოემბერს ჩატარდა. შეხვედრას ზუმით დაესწრნენ საზოგადოება ბათომის წარმომადგენლები და პლატფორმის ორგანიზაციებს გააცნეს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ, რომელიც გულისხმობს ბათუმის ისტორიულ ნაწილში სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოს ჩატარებას ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში.
პლატფორმის კოორდინატორმა, ლალი პერტენავამ წარმოადგინა მემკვიდრეობის პლატფორმის არსებობის ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და განხილული საკითხები.