მემკვიდრეობის პლატფორმის პროექტი – ვიზიტი ზინობიანში
- 17 ნოემბერი, 2023
მემკვიდრეობის პლატფორმისა და ორგანიზაცია საქართველოს უდიების თანამშრომლობით 1 ნოემბერს შედგა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტთა ვიზიტი. სტუმრობის მიზანი იყო, სოფელ ზინობიანში მცხოვრები უძველესი კავკასიური ეთნიკური ჯგუფის უდიების კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერება და შეფასება. სტუმრებმა დაათვალიერეს ზინობიანის უდიური ეთნოგრაფიის მუზეუმი და ადგილობრივი საცხოვრებელი სახლები.