05.10.2022 – პროექტის გამოცხადება: ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია
- 05 ოქტომბერი, 2022
ვიწყებთ ახალ პროექტს – მემკვიდრეობის დაცვის სემინარები!
‘ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზი და კონსერვაცია’
საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ICOMOS საქართველო განახორციელებს პროექტს ამერიკის საელჩოს კულტურული მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ისტორიული შენობების სტრუქტურული ანალიზისა და კონსერვაციის მეთოდოლოგიის გაცნობა ამერიკელ და ქართველ ექსპერტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების საფუძველზე. პროექტი ხელს უწყობს მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში არსებული ექსპერტიზის განვითარებას და მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.