20.05.2022 – საჯარო დისკუსია ‘კულტურული ლანდშაფტები და საქართველო’
- 25 ივნისი, 2022
ICOMOS საქართველოს საჯარო დისკუსია – კულტურული ლანდშაფტები და საქართველო
- რა არის კულტურული ლანდშაფტი?
- როგორ ხდება კულტურული ლანდშაფტის განსაზღვრა?
- რა სპეციფიკა აქვს კულტურულ ლანდშაფტს საქართველოში?
- რას ნიშნავს კულტურული ლანდშაფტის კონსერვაცია და რა ინსტრუმენტები არსებობს ამისთვის?
შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 20 მაისს 16:00 საათზე მემკვიდრეობის რესურსების ცენტრის ყვითელ დარბაზში.
ღონისძიებას დაესწრნენ კულტურული მემკვიდრეობის დარგის სპეციალისტები და კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირები და ისაუბრეს ამ და კულტურულ ლადშაფტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
მომხსენებელი – ლუიზა დე მარკო, ICOMOS-ის მსოფლიო მემკვიდრეობის მრჩეველი.
პანელის მონაწილეები: მარინე მიზანდარი, საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარე; მანანა სურამელაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო; ციცინო ჩაჩხუნაშვილი, ჩუბინაშვილის კვლევის ცენტრი, ICOMOS საქართველოს სამეცნიერო საბჭო;
მოდერატორი: ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველოს თავმჯდომარე