27.04.2022 – პუბლიკაციის პრეზენტაცია ‘ტრადიციული თბილისური სახლის კონსერვაციის სახელმძღვანელო პრინციპები’

პუბლიკაციის პრეზენტაცია –‘ტრადიციული თბილისური სახლის კონსერვაციის სახელმძღვანელო პრინციპები’

სახელმძღვანელო შემუშავდა ICOMOS საქართველოს მიერ პროექტის ფარგლებში – ‘კულტურული მემკვიდროების სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია’, რომელიც განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren)თანამშრომლობით.

Riksantikvaren – ის დირექტორი, ქალბატონი ჰანა გეირანი, ნორვეგიის სამეფოს ელჩი ქალბატონი ჰელენ სანდ ანდრესენი და საქართველოს ყოფილი ელჩი ნორვეგიის სამეფოში, ქალბატონი მაია ყიფშიძე და Riksantikvaren – ის წარმომადგენლები 2022 წლის 27 აპრილს დაესწრნენ ღონისძიებას.