16-17.04.2022 – ვორკშოფი ‘თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება’

პრაქტიკული სემინარი –

‘თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება’

16-17 აპრილი, 2022.

ICOMOS საქართველო ვორკშოფში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სტუდენტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს და მშენებელ – კალატოზებს! ორ-დღიანი სერტიფიცირებული პრაქტიკული ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თბილისური დუღაბის და ტრადიციული კირის დუღაბის კვლევის შედეგებს, მომზადების ტექნოლოგიას და მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ აქტივობებში.

რეგისტრაციისთვის თქვენი CV გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@icomos.org.ge

ვორკშოფი ტარდება 18 აპრილის – ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

2022 წელს საერთაშორისო ICOMOS გვთავაზობს თემას: „მემკვიდრეობა და კლიმატი“, ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედებაში.