09.12.2021 – პროექტის დახურვის ღონისძიება ‘კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია’

2021 წლის 9 დეკემბერს ჩატარდა პროექტის დახურვის ღონისძიება – კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია. პროექტი განხორციელდა ICOMOS საქართველოს მიერ ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. ოფიციალურ მიღებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნორვეგიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკო სოლდიჩი, ნორგვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის წარმომადგენელი ვეგარდ ბრეგარდი.