05-06.09.2020 – ვორკშოფი "ტრადიციული დუღაბის მომზადება, გამოყენება, და მოვლა-პატრონობა"
- 05 სექტემბერი, 2020
ICOMOS საქართველოს საპილოტე პროგრამის – “კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია” ფარგლებში, ICOMOS საქართველოსა და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატის (Riksantikavaren) ორგანიზებით, და საქართველოს კულტურული მემვკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით, 2020 წლის 5-6 სექტემბერს, ჩატარდა პრაქტიკული სემინარი სახელწოდებით „თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბი – მომზადება, გამოყენება, და მოვლა-პატრონობა“. პრაქტიკული სემინარი განკუთვნილი იყო ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის. ორდღიანი ვორკშოფი მოიცადა როგორც თეორიულ (ტრადიციული მასალების ისტორიული კონტექსტი, დუღაბის კონსერვაციის პრინციპები, ა.შ.), ისე პრაქტიკულ სამუშაოებს (სხვადასხვა ტიპის დუღაბების მომზადება, მცირე მოცულობის კედლის აშენება, ა.შ.). პრაქტიკული სემინარის ორი საკმაოდ ინფორმაციული და დამღლელი დღის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ვორკშოფი დასრულდა საინტერესო დისკუსიითა და ICOMOS საქართველოსა და სემინარის მონაწილეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის იმედით.