ICOMOS საქართველოს განცხადება ხადის ხეობასთან დაკავშირებით

ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადება (ICOMOS საქართველო) 2020 წლის 27 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში – რეალური სივრცე, რომელიც მიეძღვნა ხადის ხეობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პრობლემებს საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის კონტექსტში, გაჟღერდა, რომ გზის პროექტის „გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ავტორის მიერ ნახსენები იქნა“, ორგანიზაცია „ICOMOS“-ის ჩართულობა წინასაპროექტო კვლევებში.

ICOMOS საქართველო აცხადებს, რომ ორგანიზაციებს ICOMOS და ICOMOS საქართველოს, არც ერთ ეტაპზე არ მიუღიათ მონაწილეობა საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობის პროექტირების რომელიმე კვლევის მომზადებაში, ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ICOMOS-ის სახელის და ლოგოს გამოყენება (კვლევებსა და სხვა დოკუმენტებში) დაუშვებელია საერთაშორისო ICOMOS-ის საბჭოს სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც განსაზღვრულია ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტით. მოვუწოდებთ, ზემოთაღნიშნული პროექტის დონორ ორგანიზაციებს, დამკვეთს, პროექტის შემსრულებლებს, ექსპერტებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. რაც შეეხება ICOMOS საქართველოს პოზიციას ხადის ხეობის გარშემო შექმნილ ვითარებასათან დაკავშირებით, 2019 წლის სექტემბერში ICOMOS საქართველომ მოამზადა სპეციალური ანგარიში იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა უქმნის ხადის კულტურულ ლანდშაფტს და წარუდგინა ICOMOS-ს მისი საერთაშორისო ანგარიშისთვის „მემკვიდრეობა საფრთხეშია“ (H@R Report). ანგარიში 2020 წელს გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის.