ICOMOS საქართველოს წევრთა საერთო კრება

2019 წლის 27 თებერვალს ჩატარდა ICOMOS საქართველოს წევრთა საერთო კრება, სადაც შეირჩა ორგანიზაციის ახალი გამგეობა: თავმჯდომარე – ნატო ცინცაბაძე; მდივანი – მანანა თევზაძე. წევრები: ლია ბოკუჩავა, მერაბ ბოჭოიძე, ირაკლი კორძახია, ციცინო ჩაჩხუნაშვილი, მანანა სურამელაშვილი. კრებაზე წევრებმა მიიღეს ორგანიზაციის ახალი წესდება და ინსტრუქცია ICOMOS საქართველოში გაწევრიანების მსურველთათვის. კრებამ დაამტკიცა ICOMOS-ის ახალი წევრები: შოთა გუჯაბიძე, ნინო ერქომაიშვილი, ქეთევან კორძახია. ICOMOS საქართველო ულოცავს ახალ წევრებს ICOMOS-ის საერთაშორისო საზოგადოების ქსელში გაერთიანებას და წარმატებებს უსურვებს მათ.