პროექტის პრეზენტაცია – “კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია”

კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია ICOMOS საქართველო ეროვნული კავშირი ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატთან (Riksantikvaren) თანამშრომლობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისის ისტორიულ ნაწილში ახორციელებს საპილოტე პროგრამას: კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი. პროექტის მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი განვითარების პროცესს კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის გზით.